Hot line : 574 17 96 23

სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური

თელავის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის ფუნქციებია:

  • მოქალაქეთა პირველად სამხედრო აღრიცხვაზე აყვანა, სამხედრო სამსახურისათვის მომზადება და სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის ორგანიზება;
  • მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებთან პატრიოტულ-აღმზრდელობითი მუშაობის უზრუნველყოფა;
  • მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეთა მიერ „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნათა შესრულების კონტროლი;
  • სამობილიზაციო რესურსების (რეზერვის ოფიცერთა, რიგითთა, კაპრალთა, სერჟანტთა და ტექნიკის) აღრიცხვის ორგანიზება;
  • აქტიურ, ინდივიდუალურ და ეროვნული გვარდიის რეზერვისტთა შერჩევა, მოზიდვა და გაწვეულთა შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებში გაგზავნა;
  • რეზერვისტთა სპეციალური აღრიცხვის (დაჯავშნის) ორგანიზება;
  • მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჭაბუკებისა და წვევამდელი ასაკის მოქალაქეთა ზუსტი აღრიცხვა;
  • 17 წლის ასაკის ჭაბუკთა პირველადი სამხედრო აღრიცხვა;
  • მოქალაქეთა სამხედრო სამსახურში გასაწვევად მოსამზადებელ სამუშაოთა შესრულება;
  • სავალდებულო სამხედრო სამსახურში გამწვევი კომისიის მუშაობის ორგანიზება და გაწვეულთა შემკრებ-გამანაწილებელ პუნქტში წარდგენა;
  • სამობილიზაციო მოთხოვნათა დაკმაყოფილება ადგილობრივი რესურსის ხარჯზე, საჯარისო-სამობილიზაციო გაშლისათვის შესაბამისი ბაზის მომზადება;
  • ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანებისა და მათთან გათანაბრებული პირების აღრიცხვა და მათთან მუშაობის ორგანიზება;
  • სამართალდამცავი ორგანოებისათვის მასალების გადაცემა იმ მოქალაქეების შესახებ, რომლებიც არღვევენ სამხედრო აღრიცხვიანობისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ სამართლებრივ აქტებს;
  • საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება.

  •  
სამსახურის სტრუქტურა, ფუნქციები და ამოცანები, იხილეთ დებულებაში

სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის უფროსი

გიორგი ხატიაშვილი

 

საკონტაქტო ინფორმაცია

✆ - 599 162900
✉  - gogita.khatiashvili@telavi.gov.ge

სამუშაო გამოცდილება

12.2017 - 05.2020 - ირიუდიული სამსახურის ადგილობრივი მოსაკრებების ადმინისტრირების განყოფილების უფროსი , თელავის მუნიციპალიტეტის მერია;
08.2014 - 11.2017 - ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, თვითმართველი თემი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობა;
11.2013 - 07.2014 - ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობა;
01.2013 - 11.2013 - სამხედრო აღრიცხვის და გაწვევის სამსახურის მთავარი სპეციალისტი, თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობა;
06.2009 - 11.2010 - გამგებლის მოადგილე, თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობა;
09.2006 - 06.2009 - სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის მთავარი სპეციალისტი, თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობა.

განათლება

09.1987 - 07.1993 - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰიდრო ტექნიკური მშენებლობა, მშენებლი (ბაკალავრი)

სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურში დასაქმებულია 4 უფროსი სპეციალისტი, 4 - უმცროსი სპეციალისტი.

 

Share page