საბიუჯეტო განყოფილება

საბიუჯეტო განყოფილება შედის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დაქვემდებარებაში.

საბიუჯეტო განყოფილების ფუბქციებია:

  • თელავის მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო პროცესის რეგულირების ღონისძიებების შემუშავებას;
  • თელავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახდელების, აგრეთვე საბიუჯეტო მოწყობასთან დაკავშირებული მონაცემთა ბაზის ფორმირებას, ანალიზს და შესაბამისი წინადადებების მომზადებას;
  • ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის პროექტების მომზადებას, ბიუჯეტის პროექტების ფორმირების მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ;
  • საბიუჯეტო განაცხადის ფორმების შესახებ პროექტის მომზადებას;
  • თელავის მუნიციპალიტეტის სტრუქტურული ერთეულებიდან, და თელავის მუნიციპალიტეტს დაქვემდებარებული დაწესებულებებიდან და ორგანიზაციებიდან შესაბამისი ინფორმაციების, მასალების მიღებას და დამუშავებას;
  • წარმოდგენილი მასალების საფუძველზე, თელავის მუნიციპალიტეტის პრიორიტეტების დოკუმენტისა და ბიუჯეტის პროექტების შედგენა – ქვეყანაში მოქმედი საბიუჯეტო კლასიფიკაციების შესაბამისად;
  • წლიური დამტკიცებული ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების კვარტალურ/ყოველთვიურ ჭრილში დაბალანსება, შემოსულობებისა და გადასახდელების კვარტალურ/ყოველთვიური განწერა;
  • თელავის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ბიუჯეტების კვარტალურ ან/და ყოველთვიურ განწერას;
  • დადგენილი წესის შესაბამისად თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტის მომზადება ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის თაობაზე;
  • კანონმდებლობით დადგენილ ვადებში ბიუჯეტის შესრულების კვარტალური მიმოხილვის და შესრულების წლიური სარეზერვო ფონდის ანგარიშის მომზადება;
  • მერის დავალების შესაბამისად ბრძანების პროექტის მომზადება სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ;
  • მოქმედი კანონმდებლობისა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციებისა და დავალებების შესრულება.

 

საბიუჯეტო განყოფილების უფროსი

ნინო ჩურხაული

საკონტაქტო ინფორმაცია

✆ -  599 857988

✉ -  nino.churkhauli@telavi.gov.ge 

 

Share page