თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭო შეიქმნება

18 October, 2018

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე.ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში იქმნება შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭო.

საბჭოს წევრობის მსურველ კანდიდატებს გთხოვთ, თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოადგინოთ შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) CV;

ბ) სამოტივაციო წერილი;

გ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.

საბუთები მიიღება 2018 წლის 31 ოქტომბრამდე.

Share page