გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანია

25 November, 2018

თელავის მუნიციპალიტეტი უერთდება გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16 დღიან კამპანიას, რომელიც 25 ნოემბერს დაიწყო და 10 დეკემბრამდე გაგრძელდება. აღნიშნული კამპანია 1991 წლიდან ტარდება და დღემდე მასში მონაწილეობა 154 ქვეყნის 2000-ზე მეტ ორგანიზაციას აქვს მიღებული. კამპანია მიზნად ისახავს ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებასა და ქალთა უფლებების ირგვლივ სამოქალაქო კონსოლიდაციის გაძლიერებას.
გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 25 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა. კამპანიის პერიოდი სხვა მნიშვნელოვან თარიღებსაც მოიცავს:  

  • უფლებადამცველ ქალთა საერთაშორისო დღეს (29 ნოემბერი);
  • შიდსის წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო დღეს (1 დეკემბერი);
  • მონრეალში მომხდარი ტრაგედიის ხსოვნის დღეს (6 დეკემბერი);
  • და ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს (10 დეკემბერი).

ქალთა და გოგონების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს მთავრობის პრიორიტეტს წარმოადგენს, რისი დასტურიც გახლავთ ბოლო პერიოდში განხორციელებული არაერთი ღონისძიება, როგორც საკანონმდებლო ისე აღმასრულებელ დონეზე.  (იხილეთ ბმული)

თელავის მუნიციპალიტეტი კამპანიის ფარგლებში გეგმავს სხვადასხვა ღონისძიებას, რაც  პერიოდულად განთავსდება მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებ-გვერდსა და ფეისბუქის გვერდზე.

ერთად დავამარცხოთ ძალადობა!!!

#16დღიანიკამპანია2018
#ძალადობისწინააღმდეგ
#საერთოსაქმეა
#სახელმწიფოზრუნავს
#დავძლიოთძალადობ

Share page