კისისხევსა და ვარდისუბანში ახალი სპორტულ მოედნები გაიხსნა

12 December, 2018

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელებში ვარდისუბანსა და კისისხევში ახალი ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედნები ოფიციალურად გაიხსნა.

თელავის მუნიციპალიტეტის მერიისა და ააიპ საფეხბურთო სკოლა „თელავი“-ს ორგანიზებით ამხანაგური მატჩები ჩატარდა, სადაც მონაწილეობას იღებდნენ ვარდისუბნის, რუისპირის, იყალთოს, კისისხევისა და წინანდლის ახალგაზრდული გუნდები.

მოედნებს ზონალური დატვირთვა ექნება და იქ არამარტო ადგილობრივი მოსახლეობა, არამედ ახლომდებარე სოფლების სპორტსმენებიც ივარჯიშებენ.

ღინისძიებას ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ააიპ სპორტული სკოლა "თელავი"-ს თანამშრომლები, საფეხბურთო კლუბი „თელავი“-ს ფეხბურთელები და სოფლის მცხოვრებლები.

ალბომი

 

Share page