თელავში საახალწლო კონცერტი გაიმართა

3 January, 2019

2018 წლის 31 დეკემბერი თელავის ცენტრალურ მოედანზე გამართული საახალწლო კონცერტით დასრულდა. 
მაყურებლის წინაშე წარსდგნენ: გოგონათა ჯგუფი - "Sparke", თბილისის "BIG BAND"-ის მომღერალი - თემო საჯაია და მუსიკოსი - ვერიკო ტურაშვილი.
მომღერლებმა როგორც კარგად ნაცნობი, ასევე სრულიად ახალი სიმღერები შეასრულეს და თელაველებს კიდევ ერთი დაუვიწყარი საღამო აჩუქეს. 
ახალ 2019 წელს თელავიც გრანდიოზული ფოიერვერკით შეეგება.

Share page