Hot line : +995(350)273106

თელავს იაპონიის მეღვინეთა დელეგაცია ესტუმრა

8 February, 2019

თელავის მუნიციპალიტეტის მერი - შოთა ნარეკლიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე - არჩილ თხლაშიძე იაპონიის ქალაქ კოშუს მეღვინეობის გაერთიანების წევრთა დელეგაციას შეხვდნენ. შეხვედრაზე შოთა ნარეკლიშვილმა თელავის მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალისა და მეღვინეობის დარგის განვითარების შესახებ ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ქართული ღვინის პოპულარიზაცია იაპონიაში, ისევე როგორც საინტერესო იქნება იაპონური გამოცდილების გაზიარება ტექნოლოგიური კუთხით.

სტუმართა დელეგაციის წარმომადგენელმა იაპონიის ქალაქ კოშუს ხელმძღვანელის სურვილი გააჟღერა თელავის მუნიციპალიტეტთან კოშუს დამეგობრების შესახებ, რაც დადებითად იქნა შეფასებული.

Share page