წინანდალსა და აკურაში დასახლების საერთო კრებები გაიმართა

8 February, 2019

"სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით, თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებში - წინანდალსა და აკურაში დასახლების საერთო კრებები ჩატარდა. თელავის მუნიციპალიტეტი მერმა - შოთა ნარეკლიშვილმა მოსახლეობას პროგრამის შესახებ ესაუბრა და წლის განმავლობაში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო, რის შემდეგაც, გაიმართა დისკუსია სოფლებში არსებული პრობლემატიკის შესახებ.

⇒ სოფელ წინანდალში დასახელებული პრობლემებიდან შეირჩა ორი ძირითადი საკითხი:
1. სოფელში არსებული სპორტული მინი-მოედნის აღდგენა;
2. სოფლის საბავშვო ბაღის სახურავის ნაწილობრივი რეაბილიტაცია.

⇒ სოფელ აკურის მოსახლეობის გადაწყვეტილებით, პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ პროექტებად დასახელდა:
1. კულტურის სახლის შენობაში სველი წერტილის მოწყობა;
2. სოფლის სასაფლაოს ტერიტორიის შემოღობვა.

► შეხვედრებს ასევე ესწრებოდნენ: თელავის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე - გიორგი თუშიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე - გიგა ორკოდაშვილი, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები და მაჟორიტარი დეპუტატები და სხვა დაინტერესებული პირები.

Share page