წინანდალში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

19 February, 2019

 თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალში მიმდინარეობს სოფლის ცენტრიდან იოანე ნათლისმცემლის ეკლესიისკენ მიმავალი, ძველი, დაზიანებული გზის რეაბილიტაცია.

 460მ სიგრძის მონაკვეთზე მოეწყობა ორფენიანი თანამედროვე ასფალტო-ბეტონის გზა.

 პროექტის ღირებულება 207 000ლარს შეადგენს.

 სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომანია შპს „სერპანტინი“ შეასრულებს.

Share page