თელავის მერიამ თელავის ისტორიულ მუზეუმთან მემორანდუმი გააფორმა

6 March, 2019

თელავის მუნიციპალიტეტის მერიასა და თელავის ისტორიულ მუზეუმს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმი გულისხმობს ერთობლივი პროექტების განხორციელებას, კერძოდ სამეცნიერო-კვლევითი და საგამომცემლო საქმიანობის ერთობლივ წარმოებას, ასევე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის და პოპულარიზაციის მიზნით, მხარეები იღებენ ვალდებულებას, უზრუნველყონ ერთობლივი საქმიანობის წარმოჩენა და პოპულარიზაცია.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს თელავის მუნიციპალიტეტის მერმა - შოთა ნარეკლიშვილმა და თელავის ისტორიული მუზეუმის დირექტორმა - გურამ ურჩუხიშვილმა.

Share page