Hot line : +995(350)273106

თელავის ისტორიულ მუზეუმში ქართული პარლამენტარიზმის 100 წლისთავი აღინიშნა

12 March, 2019

თელავის ისტორიულ მუზეუმში ქართული პარლამენტარიზმის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. საჯარო ლექცია წაიკითხა მუზეუმის დირექტორმა - გურამ ურჩუხიშვილმა.

1919 წლის 12 მარტს, 12 საათსა და 10 წუთზე, თბილისში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების პირველი სხდომა გაიმართა, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს უხუცესმა წევრმა, სილიბისტრო ჯიბლაძემ შემდეგი სიტყვებით გახსნა: 
“ამ დღესაც მოვესწარი! ჩემს გრძელ ცხოვრების მიწურულში ბევრი ბედნიერი დღე გამთენებია, მაგრამ ეს ყველაზე უნეტარესია”.

ეს იყო პირველი დემოკრატიულად არჩეული საკანონმდებლო ორგანო, რომელიც მოსახლეობამ 1 თვით ადრე საყოველთაო, ფარული კენჭისყრით აირჩია. აღსანიშნავია, რომ დამფუძნებელი კრების 130 დეპუტატს შორის 5 ქალი იყო.

„საქართველოში ჯერ კიდევ თამარ მეფის დროს იყო მოთხოვნა საპარლამენტო მმართველობის (იგულისხმება ყუთლუ არსლანის დასი). მაშინ ქალები მნიშვნელოვან ანგარიშგასაწევ ძალას წარმოადგენდნენ, რამეთუ სწორედ ქალბატონები გაგზავნა აჯანყებულებთან მოსალაპარაკებლად მეფე თამარმა.“- აღნიშნა გურამ ურჩუხიშვილმა.

ღონისძიებას თელავის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები, საჯარო სკოლების პედაგოგები და მოსწავლეები ესწრებოდნენ.

 

Share page