Hot line : +995(350)273106

შალვა დავითაშვილის სახელობის მუსიკოსთა კონკურსი დასრულდა

14 May, 2019

დასრულდა „შალვა დავითაშვილის სახელობის მუსიკოსთა კონკურსი თელავში 2019“, სადაც მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს სხვადასხვა სამუსიკო და სახელოვნებო სკოლების მოსწავლეები და სტუდენტები.
თელავის ნიკო სულხანიშვილის სახელობის სამუსიკო სასწავლებელმა სამი დღის განმავლობაში 800-მდე კონკურსანტს უმასპინძლა. 

კონკურსი 5 სპეციალობაში ჩატარდა:
საფორტეპიანო, საორკესტრო, ვოკალი, საგუნდო და ფოლკლორი.

 

გამარჯვებულები გამოვლინდნენ სამ ასაკობრივ კატეგორიაში, რომელთაც დიპლომები, ფასიანი საჩუქრები და ფულადი პრიზები გადაეცათ.

 

ორგანიზატორების გარდა სახელობითი პრემიები დააწესეს საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველმა მუსიკოსებმა:

- მერაბ ებრალიძემ (პიანისტი, აშშ);

- მამუკა მანჯგალაძემ (ვოკალისტი, გერმანია);

- ნანა ქუბინიძემ (პიანისტი, ბელგია);

- მარიამ მაისურაძემ (ჩელისტი, იტალია);

- მარინა რაიდტ-ალთუნაშვილმა (მუსიკა-თერაპევტი, გერმანია);

ასევე, ჟიურის წევრმა, მუსიკოსმა - ლიანა პლოტნიკოვა-ვარნავიდესმა (კვიპროსი).

 

ღონისძიების ორგანიზატორები არიან: თელავის მუნიციპალიტეტის მერია, ნიკო სულხანიშვილის სამუსიკო სასწავლებელი და შალვა დავითაშვილის საზოგადოება.

 

Share page