ინტელექტუალურ თამაშში - "რა? სად? როდის?" სასკოლო ლიგის "მერის თასის" გათამაშების ფინალი გაიმართა

27 May, 2019

26 მაისს, ტრადიციულად, ინტელექტუალურ თამაშში „რა? სად? როდის?“ „მერის თასის“ გათამაშეების ფინალი გაიმართა.

ჩემპიონატში 30 გუნდი იღებდა მონაწილეობას რომელთაგან ფნალში 10 გუნდი მოხვდა. პირველ ადგილზე მე-9 საჯარო სკოლის გუნდი „თვითმფრინავი“ გავიდა, ხოლო მეორე და მესამე ადგილი იყალთოს და პირველი საჯარო სკოლების გუნდებმა დაიკავეს.

გამარჯვებულებს თელავის მუნიციპალიტეტის მერიისგან სიგელები და წიგნის ვაუჩერები გადაეცათ, ხოლო პირველ ადგილზე გასული გუნდი თელავის მუნიციპალიტეტის „მერის თასის“ მფლობელი გახდა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ: თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე - დავით ბეგიაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე - გიგა ორკოდაშვილი, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები და დაინტერესებული პირები.

 

 

Share page