Hot line : +995(350)273106

თელავში ლიეტუვის რესპუბლიკის სახელმწიფოებრიობის დღე აღინიშნა

6 July, 2019

თელავისა და ლიეტუვის მეგობრობის სკვერში 6 ივლისს ლიეტუვის სახელმწიფოებრიობის დღე აღინიშნა.

თელავის მუნიციპალიტეტის მერმა შოთა ნარეკლიშვილმა, მერის პირველმა მოადგილემ დავით ბეგიაშვილმა, თელავის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების სპორტისა და ახლაგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსმა ფიქრია ყუშიტაშვილმა და ადგილობრივმა ახალგაზრდებმა ყვავილებით შეამკეს მეგობრობის მონუმენტი და ისტორიული ფაქტები გაიხსენეს.

1253 წლის 6 ივლისს რომის პაპმა ლიეტუვის დიდი თავადი - მინდაუგასი ქვეყნის მეფედ აკურთხა, რითაც ლიეტუვა ევროპის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოცხადდა.

Share page