თელავში შშმ ქალთა ჯანმრთელობის დაცვის სერვისებზე წვდომის საკითხებზე იმსჯელეს

30 August, 2019

 

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებისა და მერიის წარმომადგენლების მონაწილეობით დღეს თელავში შეხვედრა გაიმართა, სადაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალთა ჯანმრთელობის დაცვის სერვისებზე წვდომის საკითხებზე იმსჯელეს.

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საპარლამენტო პროგრამის კოორდინატორმა ნაია ბეგიაშვილმა და გენედერული თანასწორობის ექსპერტმა მაკა მეშველიანმა შეხვედრის მონაწილეებს შშმ ქალთა ჯანმრთელობის დაცვის სერვისებზე წვდომის საკითხზე პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მოკვლევა გააცნეს.

საკრებულოს წევრების განმარტებით, საკომიტეტო მოკვლევის გაცნობა მნიშვნელოვანია, რათა აღნიშნული საკითხები მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული 2020 წლის ბიუჯეტში.

მოკვლევის შედეგად მომზადდება ანგარიში, რომელშიც აისახება არსებული გამოწვევების ანალიზი. ანგარიშშივე გაიწერება კონკრეტული რეკომენდაციებიც, რომლებიც შესაბამის სახელმწიფო უწყებებში გადაიგზავნება.

შეხვედრას ესწრებოდნენ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიგა ორკოდაშვილი, საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ლევან ლილუაშვილი, საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-მრეწველების“ თავმჯდომარე ტიტე დარეჯანიშვილი, საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-მწვანეების“ თავმჯდომარე გიორგი ჩაბრაშვილი, საკრებულოს წევრები ლელა მენთეშაშვილი, იოსებ პარწიკანაშვილი და მიხეილ გრემელაშვილი და ასევე მერიის წარმომადგენლები.

Share page