ინფრასტრუქტურის კომისიამ ძეგლთა დაცვის პროგრაში ცვლილებების პროექტი განიხილა

23 September, 2019

დღეს თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურისა და ბუნებრივი რესურსების კომისიამ სხდომა ჩაატარა. დეპუტატებმა მერიის მიერ ინიცირებული პროექტი განიხილეს, რომელიც ძეგლთა დაცვის მუნიციპალურ პროგრამაში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს.

სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურისა და ბუნებრივი რესურსების კომისიის თავმჯდომარის განმარტებით, თელავის მერიის ძეგლთა დაცვის განყოფილებამ განახორციელა საკრებულოს 2019 წლის 25 იანვრის განკარგულებით გათვალისწინებული ღონისძიებები, საიდანაც ჯამში 27 110 ლარი დარჩა.

დავით ღაღანიძემ აღნიშნა, რომ დარჩენილი ეკონომიიდან 20 500 ლარი უნდა მოხმარდეს დაბახნების არქეოლოგიურ სამუშაოებს, ხოლო 6610 ლარი კი გათვალისწინებულია ძველი გალავნის „კვირიკეს ციხის“ განათების გაძლიერებისთვის, რომელიც გულისხმობს ახალი პროეჟექტორების ჩამატებას.

ცვლილების განხორციელება პროგრამის მთლიან ბიუჯეტზე გავლენას არ მოახდენს. კომისიის წევრებმა ძეგლთა დაცვის პროგრამაში ცვლილებების პროექყს მხარი დაუჭირეს.

Share page