ფშაველში სპორტული მინი მოედანი და საკემპინგე ადგილი მოეწყობა

8 October, 2019

თელავის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ - დავით ბეგიაშვილმა მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა:

სოფელ ფშაველში ხელოვნურსაფარიანი მინი მოედნისა და კემპინგის ადგილის ( ავტო, ველო და ქვეითი ტურისტების გასაჩერებელი ადგილი) მშენებლობა მიმდინარეობს.

კემპინგის მშენებლობაზე 299 729 ლარი დაიხარჯება, ხოლო მინი მოედნის სამშენებლო სამუშაოებისთვის 78 347 ლარია გამოყოფილი.

სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შ.პ.ს. "გია დეველოპმენტი" ახორციელებს.

Share page