ვანთაში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

9 October, 2019

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანთაში მიმდინარეობს სასმელი წყლის ქსელის რეაბილიტაცია, რომლის ფარგლებშიც მოეწყო 300 ტონა ტევადობის სამარაგო რეზერვუარი.

ასევე მოხდება ძველი, ამორტიზებული ლითონის მილების თანამედროვე პოლიეთილენის მილებით ჩანაცვლება.

პროექტის ღირებულება 269 000 ლარია

სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შ.პ.ს. ,,ბურჯი XXI,, ახორციელებს.

Share page