თელავის მუნიციპალიტეტში "ეტალონი მოსწავლე" გამოვლინდა

10 October, 2019

2019-2020 სასწავლო წლის თელავის "ეტალონი მოსწავლე" ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლე გიორგი ალუდაური გახდა.

მეორე ადგილი კონდოლის საჯარო სკოლის მოსწავლემ - ლიკა ამონაშვილმა დაიკავა, მესამე ადგილზე კი იყალთოს საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ ყურშიტაშვილი გავიდა.

გამარჯვებული მოსწავლეები  "ეტალონის" ფინალურ ტურში მიიღებენ მონაწილეობას.

"ეტალონის" მუნიციპალურ შესარჩევ ტურში, რომელიც წინანდლის კულტურის სახლში ჩატარდა, თელავის მუნიციპალიტეტის 30 საჯარო სკოლის 70 მოსწავლე მონაწილეობდა.

ინტელექტუალური თამაში "ეტალონი" თელავში ყოველწლიურად ტარდება და მისი მხარდამჭერია თელავის მუნიციპალიტეტის მერია.

Share page