2019 წელს თელავის მუნიციპალიტეტში 30-ზე მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა

24 October, 2019

2019 წლის 1 იანვრიდან დღემდე თელავის მუნიციპალიტეტში 38 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, - განაცხადა მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურისა და ბუნებრივი რესურსების კომისიის სხდომაზე.

დავით ქსოვრელიშვილმა საკრებულოს დეპუტატებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა 2019 წელს თელავის მუნიციპალიტეტში განხორციელებული და განსახორციელებელი პროექტების შესახებ.  

„2019 წლის 1 იანვრიდან დღემდე 38 ინფრასტრუქტურული პროექტია განხორციელებული. ამჟამად მიმდინარეობს 18 პროექტის განხორციელება, რომელიც წლის ბოლომდე დასრულდება. აღსანიშნავია, რომ 14 სკოლიდან 13-ში სველი წერტილების რეაბილიტაცია დასრულდა, დარჩენილია მხოლოდ ნაფარეულის საჯარო სკოლა და ეს პროცესი თვის ბოლოს დასრულდება. რაც შეეხება ამბულატორიებს, მუნიციპალიტეტის მასშტაბით მიმდინარეობს 6 ამბულატორიის რეაბილიტაცია. სოფელ ქვემო ხოდაშენში კი ამბულატორიის ახალი შენობა შენდება“, - განაცხდა დავით ქსოვრელიშვილმა. 

 

 

Share page