ყარაჯლის, რუისპირისა და წინანდლის მაჟორიტარმა დეპუტატებმა წლიური ანგარიში წარადგინეს

30 October, 2019

 

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები ზურაბ მუსაევი, ზურაბ ნაცარაშვილი და  ნიკოლოზ მაისურაძე მოსახლეობას შეხვდნენ. ყარაჯლის, რუისპირისა და წინანდლის მაჟორიტარმა დეპუტატებმა ადგილობრივ მაცხოვრებლებს 2019 წელს განხორციელებული საქმიანობის შესახებ ანგარიში ჩააბარეს. დეპუტატებმა მოსახლეობას ადმინისტრაციულ ერთეულებში განხორციელებული პროექტებისა და მათ მიერ დაყენებული ინიციატივებისა შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს და სამომავლო გეგმები გააცენს. შეხვედრებზე სოფლებში არსებულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზეც იმსჯელეს. 

მაჟორიტარი დეპუტატების წლიური ანგარიშის წარდგენას თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიგა ორკოდაშვილი, წარმომადგენლობითი ორგანოს წევრები და ადგილობრივი მაცხოვრებლები ესწრებოდნენ.

 კანონის შესაბამისად, თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრები საკუთარ ამომრჩეველს მიმდინარე წლის 1 ნოემბრამდე გაწეული სამუშაოების შესახებ ანგარიშს წარუდგენენ. წარმომადგენლობითი ორგანოს თითოეული წევრის მიერ საანგარიშო პერიოდში განხორციელებული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია თელავის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა (http://www.telavi.gov.ge) განთავსებული.  

Share page