Hot line : 574 17 96 23

საკრებულოს წევრებმა ერეკლე მეფის საფლავი გვირგვინით შეამკეს

7 November, 2019

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებმა დავით გოგოშვილმა, ტიტე დარეჯანაშვილმა, გიგა მამუკელაშვილმა და წარმომადგენლობითი ორგანოს აპარატის უფროსმა ტარიელ გალახვარიძემ დღეს ერეკლე მეორის საფლავი გვირგვინით შეამკეს.

ისინი სვეტიცხოვლის ტაძარში, სადაც ერეკლე მეორეა დაკრძალული, მეფის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდსაც დაესწრნენ, რომელიც არქიმანდრიტმა ილიამ აღავლინა.  ერეკლე მეორის დაბადებიდან 299 წელი გავიდა. მეფის დაბადებისდღე განსაკუთრებით აღნიშნეს თელავში, სადაც ტრადიციული სახალხო დღესასწაული „ერეკლეობა“ გაიმართა. 

Share page