იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომაზე მუნიციპალიტეტის გერბის ესკიზები განიხილეს

15 November, 2019

დღეს თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საპროცედურო, სამანდატო და იურიდიულ საკითხთა კომისიამ სხდომა ჩაატარა. სხდომაზე, რომელსაც საკრებულოს წევრების გარდა, ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მამუკა გონგაძე ესწრებოდა, მუნიციპალიტეტის გერბის ესკიზები განიხილეს.

გონგაძემ წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებს ესკიზის 3 ვარიანტი წარუდგინა.

„დღევანდელ სხდომაზე განვიხილეთ მუნიციპალიტეტის გერბის ესკიზები. საკრებულოს წევრებს შორის იყო აზრთა სხვადასხვაობა. კომისიის შემდეგ სხდომაზე ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მამუკა გონგაძე გერბის ესკიზების კიდევ რამდენიმე ვარიანტს წარმოადგენს, რის შემდეგაც ერთ-ერთს ავარჩევთ“, - განაცახადა საპროცედურო, სამანდატო და იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ნანა ხვისტანმა.

Share page