ინფრასტრუქტურის კომისიამ სხდომა ჩაატარა

20 November, 2019

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების, ბუნებრივი რესურსებისა და ინფრასტრუქტურის კომისიამ სხდომა ჩაატარა, სადაც 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს. კომისიის წევრებმა ასევე სოფლის მხარდაჭერის პროგრამაში ცვლილებების პროექტზეც იმსჯელეს.

სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების, ბუნებრივი რესურსებისა და ინფრასტრუქტურის კომისიამ მთავარ საფინანსო დოკუმენტთან დაკავშირებით რამდენიმე რეკომენდაცია შეიმუშავა.  საკრებულო ფრაქციებისა და კომისიების ერთობლივ რეკომენდაციას მერიას 25 ნოემბრამდე წარუდგენს. თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა 19 ნოემბერს დაიწყო. მომავალი წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტის პროექტით 24 548 100 ლარია გათვალისწინებული. 

Share page