საკრებულო 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვას აგრძელებს

21 November, 2019

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციები და კომისიები 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვას აქტიურ რეჟიმში აგრძელებენ. დღეს საპროცედური, სამანდატო და იურიდიულ საკითხთა კომისიამ სხდომა ჩაატარა, სადაც საქართველოს საბიუჯეტო კოდექსთან მუნიციპალიტეტის მთავარი საფინანსო დოკუმენტის შესაბამისობაზე იმსჯელეს.

კომისია საკუთარ რეკომენდაციენს შეიმუშავებს და საკრებულოს ბიუროს სხდომაზე წარადგენს. თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა კი 22 ნოემბერს არის ჩანიშნული.

წარმომადგენლობითი ორგანო 2020 წლის ბიუჯეტის პროექტს ფრაქციებისა და კომისიების ერთობლივი რეკომენდაციებით მერიას 25 ნოემბრამდე დაუბრუნებს. მომავალი წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტის პროექტით 24 548 100 ლარია გათვალისწინებული.

Share page