სამოქალაქო მრჩეველთა საბჭომ ბიუჯეტის პროექტი განიხილა

22 November, 2019

თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.

 

თელავის მუნიციპალიტეტის მერმა - შოთა ნარეკლიშვილმა და საბჭოს წევრებმა 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს.

 

ბიუჯეტის პროექტის შესახებ ისაუბრა მერიის საფინანსო სამსახურის უფროსმა - ნათია ვაყელიშვილმა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური საკითხთა სამსახურის უფროსი გიორგი ენუქიძე.

 

საბჭოს წევრების კითხვები 2020 წლის ბიუჯეტში სოციალური, ინფრასტრუქტურული და კულტურის მიმართულებებით უკვე არსებულ და დამატებულ პროგრამებს ეხებოდა.

    

Share page