თელავში ქალაქის მთავარი ნაძვის ხე აინთო

25 December, 2019

თელავის ცენტრალურ მოედანზე ქალაქის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ, კახური მრავალჟამიერის ფონზე აინთო. ნაძვის ხესთან ერთად განათდა ქალაქის ქუჩებში დამონტაჟებული საახალწლო ილუმინაციები.

სიმბოლურ ღილაკს ხელი ბავშვებთან ერთად თელავის მუნიციპალიტეტის მერმა შოთა ნარეკლიშვილმა დააჭირა და ღონისძიების მონაწილეებს დამდეგი ახალი 2020 წელი მიულოცა.

საახალწლო განწყობაზე ადგილობრივმა ფოლკლორულმა ანსამბლებმა და მუსიკალურმა ჯგუფებმა იზრუნეს.

ნაძვის ხის ირგვლივ შეკრებილ ბავშვებს თოვლის პაპა ელფებთან ერთად ესტუმრა; მხიარული თამაშების შემდეგ კი პატარებს საჩუქრები დაურიგა.

ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


  

  

Share page