ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები წარმატებულ სპორტსმენებს შეხვდნენ

31 December, 2019

თელავის მუნიციპალიტეტის მერი შოთა ნარეკლიშილი, საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძე და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე - გიგა ორკოდაშვილი 2019 წლის  მსოფლიოსა და ევროპის საპრიზო ადგილების მფლობელ  სპორტსმენებს - ვახტანგ ჩიდრაშვილს, გია მითაგვარიას,  ანზორ სიდამონიძეს და დავით თვალიაშვილს  შეხვდნენ.

მათ სპორტსმენებს მწვრთნელებს და ჭიდაობის სპორტული სკოლა "თელავის" ხელმძღვანელს ზაქრო კევლიშვილს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადეს, წარმატებები უსურვეს და დამდეგი შობა-ახალი წელი მოილოცეს. 

სპორტის სხვადასხვა სახეობაში მიღწეული წარმატებისთვის სპორტსმენებს ფულადი ჯილდოები გადაეცათ.

 

 

 

Share page