სოფელ ქვემო ხოდაშენში სპორტული მინი-მოედნის მშენებლობა მიმდინარეობს

31 January, 2020

 თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხოდაშენში ხელოვნურსაფარიანი მინი-მოედნის მშენებლობა მიმდინარეობს. 

სამუშაოები თელავის მუნიციპალიტეტის მერმა, შოთა ნარეკლიშვილმა დაათვალიერა.

პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან 84 689 ლარით ფინანსდება.

სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შ.პ.ს. ,,დანი ქონსთრაქშენი,, ახორციელებს.

 

Share page