Hot line : +995(350)273106

წინანდალში, კისისხევსა და ნასამხრალში მოსახლეობასთან კონსულტაციები გაიმართა

3 February, 2020

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან კონსულტაციები თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებში - წინანდალში, კისისხევსა და ნასამხრალში გაიმართა.

მოსახლეობის გადაწყვეტილებით, პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ პროექტებად დასახელდა:

სოფელ წინანდალში
► ე.წ. სადგურის უბანში არსებულ ჭაბურღილზე ტუმბოს და სამარაგო რეზერვუარის მოწყობა და სასმელი წყლის ქსელზე დაერთება.
► ე.წ. ჩოთალიშვილების უბანში არსებულ ჭაბურღილზე ტუმბოს და სამარაგო რეზერვუარის მოწყობა და სასმელი წყლის ქსელზე დაერთება.
► შიდა საუბნო გზებზე გარე განათების ქსელის მოწყობა.

სოფელ კისისხევში
► შიდა საუბნო გზებზე სანიაღვრე არხების, ნიაღვარმიმღებების და ახალი გარე განათების ქსელის მოწყობა.

სოფელ ნასამხრალში
► შიდა საუბნო გზებზე ახალი სანიაღვრე არხების და ახალი გარე განათების ქსელის მოწყობა.

შეხვედრებს თელავის მუნიციპალიტეტის მერი შოთა ნარეკლიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

 

Share page