Hot line : +995(350)273106

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან კონსულტაციები გრძელდება

14 February, 2020

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, თელავის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე დავით ბეგიაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები სოფლების - ყარაჯალის, რუისპირის, ახატელის და იყალთოს მოსახლეობას შეხვდნენ.

მოსახლეობის გადაწყვეტილებით, პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ პროექტებად დასახელდა:

 ყარაჯალა

⇒ სოფლის შიდა საუბნო გზებზე გარე განათების ახალი ქსელის მოწყობა.

რუისპირი 

⇒ სოფელში არსებული საბავშვო ბაღის ეზოს კეთილმოწყობა;
⇒ სანიაღვრე არხების მოწყობა.

ახატელი 

⇒ სოფლის ბიბლიოთეკის შენობის სახურავის რეაბილიტაცია;

⇒ შიდა გზებზე გარე განათების ახალი ქსელის მოწყობა.

იყალთო 

სოფელში არსებული ჭაბურღილის რეზერვუარების მოწყობა;

⇒ შიდა საუბნო გზებზე გარე განათების ახალი ქსელის მოწყობა.

  

 

 

 

 

 

Share page