თელავში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა მიმდინარეობს

13 March, 2020

თელავის მუნიციპალიტეტის მერი შოთა ნარეკლიშვილი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან - ირაკლი ქადაგიშვილთან ერთად, ალაზნის გამზირსა და კავკასიონის ქუჩებზე მიმდინარე წყალმომარაგების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.

პროექტის ფარგლებში სამი ახალი ჭაბურღილი მოეწყობა  და მოხდება მოსახლეობის ინდივიდუალური გამრიცხველიანება.

სამუშაოები მიმდინარე წლის შემოდგომაზე დასრულდება, რის შემდეგაც, თელავის მოსახლეობას წყლის მიწოდება მნიშვნელოვნა გაუუმჯობესდება.

პროექტზე 3 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება.

Share page