თელავში ჰორიზონტალური საგზაო მონიშვნების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

26 March, 2020

თელავში ჰორიზონტალური საგზაო მონიშვნების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

● თელავის ქუჩებსა და მაგისტრალებზე ტრანსპორტისა და ქვეითად მოსიარულეთა მოძრაობის მოწესრიგების მიზნით, საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმების, სტანდარტებისა და წესების დაცვით, ცივი პლასტისა და აკრილის საღებავით მოინიშნება: ქვეითად მოსიარულეთა გადასასვლელები, ღერძულა, წყვეტილი, სარეზერვო, სასაზღვრო, გამყოფი სდექ-ხაზები და მიმმართველი ისრები.

● პროექტზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 29 997 ლარი დაიხარჯება.

● სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია - შ.პ.ს. ,,გზაჯვარედინი,, ახორციელებს.

Share page