ქვემო ხოდაშენში ინფრასტრუქტურული სამუშაოები განახლდა

11 May, 2020

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხოდაშენში შიდა საუბნო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები განახლდა.

პროექტის ფარგლებში, 1 232 მეტრის სიგრძეზე დაიგება ასფალტის საფარი, მოეწყობა სანიაღვრე არხი.

სარეაბილიტაციო სამუშაოები ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 625 836 ლარით ფინანსდება. 

გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ,,საგზაო-სარემონტო-სამშენებლო კომპანია სერპანტინი,, ასრულებს.

 ასევე, სოფელ ქვემო ხოდაშენში მოეწყო სპორტდარბაზი.

პროექტის ფარგლებში გარემონტდა ოთახი, მოეწყო სველი წერტილები და დამონტაჟდა ტრენაჟორები.

სარეაბილიტაციო სამუშაოებზე, რომელიც შ.პ.ს. ,,დანი ქონსთრაქშენმა,, განახორციელა, ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 29 700 ლარი დაიხარჯა.

Share page