თელავში მეგობრობის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

22 June, 2020

ქალაქ თელავში მეგობრობის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.

პროექტის ფარგლებში, 900 მეტრის სიგრძის გზაზე დაიგება ასფალტის საფარი და მოეწყობა სანიაღვრე არხი. 

სამუშაოები, რომელსაც შ.პ.ს. ,,საგზაო-სამშენებლო-სარემონტო კომპანია სერპანტინი,, ასრულებს, ადგილობრივი ბიუჯეტიდან 489 080 ლარით ფინანსდება.

Share page