მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების გამრიცხველიანება დაიწყო

24 June, 2020

თელავში წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით, საცხოვრებელი კორპუსების ინდივიდუალური გამრიცხველიანების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

თელავის მუნიციპალიტეტის მერი შოთა ნარეკლიშვილი კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან ირაკლი ქადაგიშვლთან და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის კახეთის რეგიონული სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად მიმდინარე სამუშაოებს პირადად გაეცნო.

ამ დროისთვის, უკვე დასრულდა 5 საცხოვრებელი კორპუსის გამრიცხველიანების სამუშაოები.

პროექტის ფარგლებში, მოეწყობა სამი ახალი ჭაბურღილი და მოხდება ბინების ინდივიდუალური გამრიცხველიანება. 

სამუშაოები მიმდინარე წლის შემოდგომაზე დასრულდება. პროექტის განხორციელებაზე 3 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება.

Share page