ც ნ ო ბ ა

26 June, 2020
ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი გაცნობებთ, რომ საკრებულოში დაწყებულია და მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება ,,თელავის მუნიციპალიტეტის სახელით მოასპარეზე მაღალი სპორტული შედეგის მქონე სპორტსმენებისა და მათი მწვრთნელების წახალისების მიზნით ფულადი ჯილდოს დაწესების შესახებ“ ნორმატიულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღებასთან დაკავშირებით.

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიებში და ფრაქციებში ,,თელავის მუნიციპალიტეტის სახელით მოასპარეზე მაღალი სპორტული შედეგის მქონე სპორტსმენებისა და მათი მწვრთნელების წახალისების მიზნით ფულადი ჯილდოს დაწესების შესახებ“ პროექტის განხილვა განხორციელდება 2020 წლის 15 ივლისამდე.

დადგენილების პროექტის თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე განხილვა განხორციელდება 2020 წლის 1 აგვისტომდე.

დაინტერესებულ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს დადგენილების პროექტთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები შეუძლიათ წარმოადგინონ შემდეგ მისამართზე: ქ. თელავი ერეკლე II-ის გამზირი N16 (პასუხიმგებელი პირი: ტარიელ გალახვარიძე თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი; ტელ: 599857722. Email: telavimunicipalitycouncil@gmail.com ოფიციალური ვებ გვერდი: www.telavi.gov.ge)

Share page