ლაფანყურსა და ფშაველში გარე განათება მოეწყო

9 July, 2020

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებში ლაფანყურსა და ფშაველში შიდა საუბნო გზებზე გარე განათება დამონტაჟდა.

პროექტის ფარგლებში, გარე განათება ლაფანყურში 6 საუბნო გზაზე, ხოლო ფშაველში 8 საუბნო გზაზე მოეწყო.

მიმდინარე წელს, სოფლის მხარდაჭერის პროგრამით ლაფანყურისთვის 18 000 ლარი, ხოლო ფშავლისთვის 30 000 ლარია გამოყოფილი.

Share page