ართანასა და ყარაჯალაში გარე განათება დამონტაჟდა

13 July, 2020

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებში ართანასა და ყარაჯალაში ცენტრალურ და შიდა საუბნო გზებზე გარე განათება დამონტაჟდა.

პროექტის ფარგლებში, გარე განათება ართანაში 15 საუბნო გზაზე, ხოლო ყარაჯალაში 3 ცენტრალურ გზაზე მოეწყო.

მიმდინარე წელს, სოფლის მხარდაჭერის პროგრამით ყარაჯლისთვის 30 000 ლარი, ართანისთვის კი 24 000 ლარია გამოყოფილი.

 

Share page