შალაურში საუბნო გზების რეაბილიტაცია დასრულდა

15 July, 2020

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ შალაურში ორი შიდა საუბნო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.

ჯამში, 1 300 მეტრის სიგრძის გზა მოასფალტდა, მოეწყო სანიაღვრე არხები.

პროექტი ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 359 833 ლარით დაფინანსდა.

სარეაბილიტაციო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა "საგზაო-სარემონტო-სამშენებლო კომპანია სერპანტინმა" შეასრულა.

Share page