სტიქიამ თელავის მუინიციპალიტეტი დააზარალა

16 July, 2020

ძლიერმა ქარმა და სეტყვამ თელავის მუნიციპალიტეტის 10 სოფელი - კურდღელაური, გულგულა, კონდოლი, ქვემო ხოდაშენი, ნასამხრალი, შალაური, ნაფარეული, სანიორე, ჯუღაანი, წინანდალი და ქალაქი თელავი დააზარალა.

სტიქიის ზონის სოფლებში თელავის მუნიციპალიტეტის მერი შოთა ნარეკლიშვილი იმყოფებოდა. მერი ადგილობრივ მოსახლეობას პირადად შეხვდა და დაზიანებული საცხოვრებელი სახლები მოინახულა.

"გუშინდელი სტიქიის შედეგად რამდენიმე სოფელი განსაკუთრებით დაზარალდა, მათ შორის კონდოლი, სადაც სტიქიამ დააზიანა დაახლოებით 50-მდე საცხოვრებელი სახლი. ადგილზე მუშაობენ ჯგუფები, დეტალურად მოხდება აღრიცხვა რის შემდეგაც, საჭიროებისამებრ დაიწყება სახლების სრული და ნაწილობრივი გადახურვის სამუშაოები. თელავის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურები სრული დატვირთვით მუშაობენ შექმნილი ვითარების უმოკლეს დროში აღმოსაფხვრელად." - განაცხდა შოთა ნარეკლიშვილმა.

 

 

 

 

Share page