Hot line : 574 17 96 23

საფინანსო-საბიუჯეტო კომისიამ ბიუჯეტში ცვლილებების პროექტი განიხილა

20 August, 2020

თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიამ დღეს მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტზე იმსჯელა. მთავარ საფინანსო დოკუმენტში ცვლილებების შეტანა უკავშირდება იყალთოს ხევში, სამონასტრო კომპლექსთან არსებულ მეწყერულ უბანზე მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებების განსახორციელებელი სამუშაოების თანადაფინანსებისთვის თანხის მობილიზებას, ასევე, სოფელ ნაფარეულის სასმელი წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოების 2018 წელს  გაფორმებული ხელშეკრულების გათვალისწინებით, დაკავებული საგარანტიო თანხის ანაზღაურებისათვის თანხის ასახვას.

ცვლილებების დამტკიცების შემთხვევაში ბიუჯეტი 43 142 000 ლარით განისაზღვრება.

სხდომაზე ასევე განიხილეს მერიის მიერ კიდევ ერთი ინიციარებული პროექტი, რომელიც ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის დაქვემდებარებაში ბავშვის უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილების შექმნას გულისხმობს. იმ შემთხვევაში თუ საკრებულო დადგენილების პროექტს დაამტკიცებს, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი გაიზრდება განყოფილების საშტატო ერთეულებზე მისაღები თანამშრომლების სახელფასო სარგოების პროპორციულად.

საფინანსო-საბიუჯეტო კომისიამ მხარი დაუჭირა აღნიშნული საკითხები წარმოდგენილი სახით გავიდეს ბიუროს სხდომაზე საკრებულოს მორიგი სხდომის დღის წესრიგში შეტანის მიზნით.

 

Share page