იაპონიის საელჩომ თელავს ევროსტანდარტების შესაბამისი რეანომობილი გადასცა

18 March, 2021

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს საქართველოში იაპონიის საელჩომ ოთხი ახალი, მაღალი გამავლობისა და ევროსტანდარტების შესაბამისი რეანიმობილი გადასცა.

ევროსტანდარტების შესაბამისი რეანომობილები თელავში, ოზურგეთში, ამბროლაურსა და ზუგდიდში გადანაწილდა.

,,იაპონიის საელჩომ საჩუქრად გადმოგვცა თანამედროვე სტანდარტების რეანომობილი. აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტის მასშტაბით მსგავსი ტიპის სამედიცინო ტრანსპორტი ამ დრომდე არ გვყავდა. რეანომიბილი მაქსიმალურად უსაფრთხოდ უზრუნველყოფს მძიმე პაციენტების დედაქალაქში ტრანსპორტირებას. დიდ მადლობას ვუხდით იაპონელ ხალხს გულისხმიერებისთვის,, - განაცხადა თელავის მუნიციპალიტეტის მერმა, შოთა ნარეკლიშვილმა.

,,უაღრესად მნიშვნელოვანია იაპონელი ხალხის საჩუქარი ჩვენთვის, ვინაიდან ძალიან რთული იყო მძიმე პაციენტების თბილისში გადაყვანა. ახალი თანამედროვე რეანომობილი რამდენიმე დღეა გავიდა ქსელში და მოიხსნა როგორც პაციენტების დედაქალაქში დროული გადაყვანის პრობლემა, ასევე უფრო უსაფრთხო გახდა მათი ტრანსპორტირება. " - აღნიშნა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თელავის რაიონული ფილიალის ხელმძღვანელმა, მიხეილ პაპოშვილმა.

ავტომობილები თანამედროვე სამედიცინო ინვენტარით არის აღჭურვილი, რაც პაციენტების სათანადოდ მომსახურებას უზრუნველყოფს.

Share page