გერმანიის ელჩი ოფიციალური ვიზიტით თელავს ესტუმრა

8 June, 2021

გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში ოფიციალური ვიზიტით თელავს ესტუმრა.

ელჩს თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეებმა დავით ბეგიაშვილმა და ფიქრია ყუშიტაშვილმა უმასპინძლეს.

გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, მხარეებმა პანდემიის პირობებში ეკონომიკის განვითარების გზებზე, თელავის ტურისტულ პოტენციალზე, დამეგობრებული ქალაქების თელავისა და ბებერახის მჭიდრო მეგობრულ კავშირებსა და სამომავლო ურთოერთთანამშრომლობაზე ისაუბრეს.

Share page