თელავში ჯაზის კონცერტი გაიმართა

6 August, 2021

თელავის ცენტრალურ მოედანზე კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს და კომპანია ,,ZMG - ART,, ინიციატივით, პროექტის ,,ხელოვანთათვის,, ფარგლებში, ჯაზის კონცერტი გაიმართა.

მასში მონაწილეობას ცნობილი შემსრულებლები - ზაზა მარჯანიშვილი, ლევან დეისაძე, პაატა ანდრიაძე, ეკა დოლიძე, გიგი ცინცაძე, ვანიანო, ზაზა ცერცვაძე და დავით ჯაფარიძე იღებდნენ.

 ღონისძიება თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა.

 

Share page