აკურაში წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

21 September, 2021

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ აკურაში შიდა საუბნო გზაზე წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროცესს თელავის მუნიციალიტეტის მერის მოადგილეები
დავით ბეგიაშვილი და ნიკოლოზ მეტრეველი ადგილზე გაეცნნენ.

წყლის სისტემის ქსელის რეაბილტაციის დასრულებისთანავე განახლდება საგზაო სამუშაოები. ასფალტის საფარი დაიგება 300 მეტრის სიგრძის მონაკვეთზე, მოეწყობა სანიაღვრე არხი.

საგზაო სამუშაობი, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,გზამშენი 2005,, ასრულებს, ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 284 979 ლარით ფინანსდება.

Share page