სოხუმის დაცემიდან 28 წელი გავიდა

27 September, 2021

თელავის მუნიციპალიტეტის მერმა შოთა ნარეკლიშვილმა კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან ირაკლი შიოშვილთან და ვეტერანების საქმეთა სამსახურის წამომადგენლებთან ერთად საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო.

,, დღეს ყველა ქართველისთვის მტკივნეული დღეა, სოხუმის დაცემიდან 28 წელი გავიდა. ვიმედოვნებ , რომ ჩვენი ქვეყანა ოკუპირებულ ტერიტორიებს უმოკლეს დროში დაიბრუნბს და უკვალოდ არ დაიკარგება იმ ადამიანების გმირობა, ვინც ჩვენი ქვეყნის ერთიანობას შესწირა თავი.,, - განაცხადა თელავის მუნიციპალიტეტის მერმა შოთა ნარეკლიშვილმა.

Share page