თელავში, კალათბურთში საქართველოს ჩემპიონატის ა ლიგის 18 წლამდელთა ორი შეხვედრა გაიმართა
4-5 ივნისს, თელავის თამაზ ანთაძის სახელობის სპორტულ კომპლექსში, კალათბურთში საქართველოს ჩემპიონატის ა ლიგის 18 წლამდელთა ორი შეხვედრა გაიმართა.
ჩემპიონატს თელავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ნიკოლოზ მეტრეველი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
ადგილობრივმა გუნდმა სტუმრებთან წააგო.
თელავი-თბილისი ბასკეტი ანგარიშით 49-76, თელავი-ზაზა ფაჩულიას აკადემია კი ანგარიშით 56-70 დასრულდა.