ჩოხელისა და ბახტრიონის ქუჩებს შორის არსებული ხევის მიმდებარე ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაიწყო

15 June, 2022

ქალაქ თელავში, ჩოხელისა და ბახტრიონის ქუჩებს შორის არსებული ხევის მიმდებარე ტერიტორიაზე ურბანული განახლებისა და მრავალფუნქციური რეკრეაციული სივრცეების მოწყობის მიზნით სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.

პროექტი ითვალისწინებს აღნიშნული ბაღის სრულ რეაბილიტაციას, ახალი პარკის მოწყობას თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად.

რეაბილიტაციის ფარგლებში დაგეგმილია სპორტული, საბავშვო, გასართობი სივრცეების მოწყობა.

პარკი სრულად ადაპტირებული იქნება შშმ პირთათვის.

სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებისთვის, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,მშენსერვისი 55,, ასრულებს, 3 356 834 ლარია გამოყოფილი.

პროექტი ხორციელდება საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, რომლის სტრატეგიული მიზანია თელავის ურბანული ტერიტორიის ინტეგრაცია, რეგიონულ ცენტრზე ხელმისაწვდომობის ზრდა და ურბანული ტერიტორიების განვითარება,რაც ხელს შეუწყობს თელავის როგორც რეგიონული ცენტრის განვითარებას.

 

 

 

Share page