Hot line : +995(350)273106

კისისხევი

 

კისისხევის ადმინისტრაციული ერთეული
სოფელი კისისხევი გომბორის ქედის ჩრდილო აღმოსავლეთის კალთაზეა შეფენილი. კისისხევი უძველესი სოფელია. ისტორიულ წყაროებში ის მეოთხე საუკუნედანაა მოხსენიებული. ზღვის დონიდან 660 მეტრია, ქალაქ თელავიდან კი 5-6 კილომეტრით არის დაშორებული. ჰავა ზომიერად ტენიანია, ბუნებრივი რესურსებიდან აღსანიშნავია ნოყიერი ნიადაგი. სოფლის აღმოსავლეთით ჩამოდის მდინარე კისისხევი, რომლის სიგრძეა 37 კმ. გომბორის კალთიდან რამდენიმე ადგილზე წყაროს წყალი გამოდის, რომელსაც მოსახლეობა სასმელად იყენებს. სასარგებლო წიაღისეულიდან აღსანიშნავია ქვიშა, კირქვა, თიხა. სოფლის დიდი რესურსია ფოთლოვანი ტყე, სადაც ხარობს წიფელი და მუხა.
კისისხევში ცხოვრობს 2500 ადამიანი. 849 კომლი. არის 2 საარჩევნო უბანი. ამომრჩეველი დაახლოებით 1950 ადამიანია. სეზონური მაცხოვრებელი 35 ოჯახია. 1970 წელს ქობულაშვილების კარმიდამოში აშენდა სკოლა, რომელიც 3 სართულიანია. სკოლაში სულ 214 მოსწავლე სწავლობს.
სოფელ კისისხევში 63 ისტორიული ძეგლია, რომელიც კისისხევს გამოარჩევს სხვა სოფლებისგან. მათ შორის აღსანიშნავია ქობულაშვილების კარის ეკლესია და ციხე-კოშკი, რომელიც თარიღდება მე-8 საუკუნით. ღვთისმშობლის კარის ეკლესია მე-6 მე-8 საუკუნისაა, ნაგებია კირით და რიყის ქვით.
2008 წელს გერმანელმა შუხმანმა ხელი მოაწერა ხელშეკრულებას, მან 7 მილიონიანი ინვესტიცია ჩადო და კისიხევში ააშენა ღვინის ქარხანა, მარანი, რესტორანი და მიწისქვეშა სარდაფი.

 

წარმომადგენლის მ/შ ადმინისტრაციულ ერთეულში

 

ზურაბ გრძელიშვილი

 

ტელ: 570 709293
მობ: 595 583533
E-mail: kisisxevi.telavi@gmail.com

 

 

სპეციალისტები

 

  • ხათუნა ზაალიშვილი - მობ: 599-52-18-02
  • მაია ფარეშიშვილი-ხუციშვილი - მობ: 599-16-55-14


გადიდებული რუკის ნახვა

Share page